მღვიმე — ვრცელი სიღრუე დედამიწის ქერქის ზედა ფენაში, მიწის ზედაპირზე გამოდის ხვრელებით. წარმოიქმნებაწყალში ხსნადი ნაპრალოვანი ქანების (კირქვა, დოლომიტი, თაბაშირი და სხვ.) გამოტუტვითა და გადარეცხვით, აგრეთვე სუფოზიური, აბრაზიული, ეოლური და სხვა პროცესების შედეგად.
ყველაზე დიდი ზომის მღვიმეებია კარსტული მღვიმეები. ისინი წარმოქმნიან მრავალკილომეტრიან და მრავალსართულიან რთულ მღვიმურ სისტემებს, რომლებშიც მიწისქვეშა მდინარეები გადის, ზოგჯერ გვხვდება ტბები,ჩანჩქერები, სტალაქტიტები, სტალაგმიტები და სხვა კარსტული ფორმები
დასავლეთ საქართველოს კარსტის სპელეოლოგიურ თავისებურებას განსაზღვრავს ცალკეული მასივების ია კარბონატული ცემენტის მქონე ნგრეულ ქანებთან - ეს ქანებია ქვიშაქვა, კონგლომერატი და ბრექჩია.გეოლოგიურისტრუქტურა და გეომორფოლოგიური თავისებურება, ასევე ატმოსფერული ნალექების რაოდენობა და სხვ.საქართველოში 1500 მ-დე მღვიმეა (მრავალი მათგანი შესწავლილია). კარსტული რელიეფი ძირითადად დასავლეთ საქართველოშია, აღმოსავლეთ საქართველოში კარსტი სპორადულადაა განვითარებული და წარმოდგენილია თრუსოს ხეობაში, მდ. ქსნის სათავეში, ასევე გომბორის ქედზე და ა.შ. საქართველოში ფართოდ გვხვდება კლასტოკარსტი. მისი გავრცელების უდიდესი რაიონებია ცენტრალური სამეგრელო და აფხაზეთი. კლასტოკარსტი დაკავშირებულ
No comments:
Post a Comment